Search This Blog

Saturday, December 8, 2012

ისევ დაღამდა..

ისევ დაღამდა, აქ არაჩვეულებრივი არაფერია, უბრალოდ ცივა და თგვები სხვენში ფერხულს უვლიან. მთავარეც დაღლილი მხატვრის თვალებით იყურება. ეს ღამე თანდათანობით ყრუ სასაფლაოს ემსაგავსება, სადაც მარმარილოს პირქუშობა უფრო მკაცრს ხდის მთვარის შუქზე არეკლილ სახეებს. ვერ ვხვდები რატომ ვერ ვიძინებ ან ეს ღამე რატომ დამდევს ციგანივით და არაფერს მთხოვს გარდა არეული ფიქრებისა, მაგრამ იცი, რომ ხვალ გათენდება და მზე შენს ალისფერ სახეზე სხივებს აგითამაშებს და კვლავ გეტყვის მიყვარხარ ამოუცნობო სიცოცხლე.!

No comments:

Post a Comment