Search This Blog

Thursday, December 6, 2012

საღამოს ბინდში გარინდულა ლამზი მთვარე,ვარსკვლავები დასციმციმებენ თავზე.მე, ვზივარ ახლა ძალზედ მოწყენილი ვფიქრობ შენზე,ხვალინდელ დღეზე და ჩვენს შეხვედრაზე.
გაზაფხულის პირველი დღეა ხვალ. მომიტან ყვავილებს?ალბათ არა, შენ ხომ არ გიყვარს ისინი და იქნებ მაინც...მოხვალ უბრალოდ,ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი და გაცვეთილ ფრაზებს ჩამჩურჩულებ ყურში ჩუმად.მე გავიღიმებ.მარტოდ მდგომი გოგონა დაგვინახავს და ჩემს ადგილას ყოფნას ინატრებს, მე კი ამ დროს, რა მენდომება არ ვიცი.
გიყვარვარ?ალბათ კი. მე უსაზღვროთ....ოღონდ რატომ ასე ძლიერათ, არ ვიცი.რითი მომეწონე? რატომ შეგეჩვიე? არ მახსოვს.მახსოვს მხოლოდ შენი ლამაზი არაფრის მთქმელი თვალების გამოხედვა, რომელმაც ერთი შეხედვით მომაჯადოვა. ნათქვამია თვალებიაოო ყველაფრის მთქმელი და შენმა თვალებმაც თავისი სათქმელი თქვეს.
ისევ ღამეა და კვლავ ვფიქრობ!საღამოს ბინდში გარინდულა ლამაზი მთვარე.

No comments:

Post a Comment