Search This Blog

Saturday, December 8, 2012

.....

შემიცნეს? არა უფრო შემთხზეს... ის თვისებები მომაწერეს, რომელიც თავად უფრო მიესადაგებოდათ. ამბობდნენ და არ უფიქრდებოდნენ, ყალბი სიტყვების კორიანტელი ჰაერში დატრიალდა და ფილტვებში ჩამეხერგა. სიყალბე, მლიქვნელობა, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარშემოა და მე უბრალოდ ისღა დამრჩენია, გავიღიმო ტკივილიანად. ჩემი ცხოვრების ფურცლებზე ამოტვიფრულ ისტორიას თვალს ვადევნებ და ვხვდები, რომ ის ამოხიეს... ხო ის ფურცელი, მისი არ არსებობა ამ სულს დანაკლისად რომ დამჩნევია, იცით რა ძნელია იყო საზოგადოებაში, სადაც .ყოველი ატომი პროტონებად დაყოფილა... მხოლოდ შენ ხარ ელექტრონი, ბირთვის (ანუ საზოგადოების) საზღვრებს გარეთ დარჩენილი... არა არ იცით... 
მე შემეძლო მისი წესების თანახმად მემოქმედა, მაგრამ განა ამით რამე შეიცვლებოდა? დამიწერდა უმაღლეს შეფასებას, დავიმსახურებდი ქება-დიდებას და მერე რატო? მხოლოდ იმიტომ რომ სხვისი აზროვნების პროდუქტი ჩემს საკეთილდღეოდ გამოვიყენე... მირჩევნია იყოს ჩემი და სხვისთვის ნაკლებად ღირებული... განა თავად არ გვინერგავდნენ, გვეაზროვნა ინდივიდუალურად, განა ისინი არ გვინერგავდნენ სიტყვის თავისუფლებას? და მე არ მინდა გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული სათქმელი, რაღაც წესებს დაქვემდებარებული... გავარღვევ ჩარჩოებს და სააშკარაოზე გამოვიტან, ჩემს შეხედულებებს, ნააზრევს... და ამის მერე ისევ დაბალი შეფასება, ისევ სიბრალულით განმსჭვალული მზერა... მიზეზი? მიზეზს კი ჩაღრმავება სჭირდება p.s მე გავემიჯნე ცხოვრებისეულ დასს და მარტოობის ლაბირინთებში განვაგრძობ ხეტიალს..

No comments:

Post a Comment