Search This Blog

Thursday, December 6, 2012

ნუ ღელავ, აქ ვარ ... !

ბნელი ოთახის კუთხეში დაღლილი იჯდა ის და აბოლებდა უკვე ღმერთმა იცის მერამდენე ღერს.. ნაცნობი მელოდია,ვისკი და კენტი ნომერი 8 .. იჯდა და ფიქრობდა..რაღაც არ ასვენებდა..რაღაცის სურვილი ზამთრის სიცივესავით უეცრად ჩასჯდომოდა და მთელი ძალით ყინავდა..
როგორ უნდოდა..უნდოდა ეკივლა. ეტირა, ყოველდღიურ ერთფეროვნებას მოსწყდომოდა, ჩარჩოებს გასცდომოდა..როგორ უნდოდა ..
ყველაფრით დაღლილს რაღაც ახალი სურდა..ცხოვრება სუფთა ფურცლიდან,ახალი სიცოცხლით..
უბრალოდ გაერთო,უბრალოდ ისიამოვნა,"გაისწორა" და დაკმაყოფილდა.. მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და ისიც დაიღალა..
თითქოს მზად იყო..მზად იყო სერიოზულად მიდგომოდა მომავალს და ფლირტით გაჟღენთილი წლები სიგარეტის ბოლისთვის მიენდო...
მზად იყო მოესმინა "მამა" და მკლავებში მოექცია თავისი ქალი,ნაზად ეკოცნა ყელის არეში და ყურის ძირში ეჩურჩულა: "მიყვარხარ"..
მისი სხეული,სული სიყვარულს ითხოვდა..
ამ გრძნობის წყურვილს სუნთქვის შეკვრამდე მიყავდა და უთოშავდა მთლიანად სხეულს..
"რა წამიერია ის,რაც სიამოვნებას განიჭებს და რა რთულია ამის მერე ბედნიერების მოპოვება"-ფიქრობდა იგი..
კვლავ ბოლი..ტუჩის კუთხიდან მაღლა ამავალი რუხი რგოლი..ნაცნობი მელოდიის ფონი..ბნელი ოთახი,ცარიელი ჭიქა და კენტი ნომერი 8..
ბოლოს დუმილი..ფანჯრიდან შემოსული წვიმის სურნელი და მინაზე ცრემლებად დაღვრილი წვეთები..
სიცივე..უკვე არა მარტო სულში..
სავსე მთვარე,მისი შუქი,მოწმენდილი ცა,ისიც რუხი..
გაყინული ბგერები:"ღმერთო,ნუ მსჯი"..
და კვლავ სიჩუმე..
ჩაიწვა სიგარეტი და მასაც ჩაეძინა..დარჩა მხოლოდ ბნელ კუთხეში მიგდებული ნატვრა და უფლის სიტყვები:"ნუ ღელავ, აქ ვარ" !

No comments:

Post a Comment