Search This Blog

Wednesday, December 12, 2012

ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ... 
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა... პასუხი გავეცი და ... ბედნიერი ვარ... რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავ სიცოცხლეს... იმ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა გვარგუნა... მე ვერ ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან,მეგობრებთან ერთად... იმ ადამიანებს ვერ გავიცნობდი,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ... რომ გავქრე?!... მშობლებს გული დასწყდებათ... დაქალები დაღონდებიან... ბევრს ეწყინება ჩემი ღიმილის გაქრობა... ვის რა დააკლდება?!... მე დავაკლდები ყველას და ..... მე დამაკლდებიან ისინი... არაფერი კი არა ... ყველაფერი!... ამ ადამიანების გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე მათ ბედნიერ სახეებს... მათ ღიმილს... მათ ცრემლსაც კი.... მათ!... 
მარტო?!... მე არასდროს ვარ მარტო... შეიძლება ოთახში არავინ იყოს, მაგრამ სულით,გულით და ფიქრით ხომ არიან ჩემთან?!... ან... უფალი დაგავიწყდა?!... შენი ცხოვრების მძიმე წუთებში ხომ ხელში აყვანილს დაგატარებს... მარტო არასოდეს ხარ... ნუ აწყენინებ შენს მფარველ ანგელოზს... ისიც შენნაირი საყვარელია და შენნაირად ეტკინება გული... მარტო მაშინ აღმოჩნდები,როცა არავის გაახსენდები... როცა მე დამავიწყდები... მე კი არასოდეს დამავიწყდები... არ იფიქრო,რომ მარტო "იმის" გამო ხარ.... იფიქრე,რომ "ის" შენს გარეშეა მარტო... და ბევრს კარგავს... 
ანგელოზს ნუ აწყენინებ... უფალს ნუ ატკენ გულს უმადურობით... მეგობრებს ნუ ააცრემლებ... სიმარტოვეს ნუ ახსენებ,მაშინ,როცა ამდენს უყვარხარ... მიყვარხარ....

Saturday, December 8, 2012

N..x..


შევატყვე ცუდად იმოქმედა ჩემზე დრომ,შევატყვე როგორ აქრობს ყოველივე ნათელს ჩემს თვალში.ზუსტად ვერ ვიტყვი რამ იმოქმედა ჩემზე მასე,რომ ეხლა მივხდი “თურმე შევცლილვარ”.თუმცა ყოველივე დილა ნეგატიურად გათენებული,უკვე ბევრს მეტყველებს.
გარშემო იმდენ მინუს ვხედავ,რომ პლიუსი დაიჩრდილა.სულ რაღაცას ან ვიღაცას ვებრძვი,თუმცა სამართალი მაინც ვერ დავბადე ვერსად.მშლის ჭკუიდან ეს უმოქმედობა,მშლის ჭკუიდან ყოველივე სულის ტკივილთან ერთად სხეულის პარალიზება.
წლებთან ერთად ცხოვრებას ბევრი სირთულეც მოქონდა,ხოლო ახალი გადაწყვეტილებები პრობლემებს ბადებდა) და როგორც კი ვეჩვეოდი იმ ცუდს,ცხოვრება უფრო ცუდი ხდებოდა.მახსოვს როგორ ფირფერობდა მეგობრები,მახსოვს რამდენჯერ მქონდა აცრუებული გული მეგობრებზე,სამაგიეროდ ამ ყველაფერმა ერთი მასწავლა-ადამიანის ახლოს მოშვება გაშლილი ხელის მანძილზე,რომ მერე ხელის კვრა არც მე გამიჭირდეს.თქვენ მებრძოდით ქცევით,სულს ასე უფრო ადვილად მტკენდით,მე კი მივხდი იმას რომ სიტყვა უფრო ჭრიდა,სიტყვა,როგორც გასაღები,თუ სწორედ შეარჩევ ნებისმიერ სულსა და გულს გააღებს და ნებისმიერ პირს დახურავს.
ვცდილობდი არ დავცემულვიყავი,ვცდილობდი ვყოფილვიყავი ძლიერი,მიუხედავად პრობლემებისა ყველა მხრიდან.ცრემლებს არ ვღრიდი,უბრალოდ სიმწრით ვღმუოდი! ცხოვრება კი მიუარესებდა ყველაფერს
ბავშვობაში მიამიტი ვიყავი,მჯეროდა რომ ყველაფერი კარგია,რომ ყველა კეთილია,რომ აქ არ იციან მტრობა,არ იციან ღალატი,მაგრამ წლებთან ერთად უკუ დასკვნამდე მივედი.ამიტომ,შევქმენი ჩემთვის,ჩემი პატარა სამყარო,სადაც თავს კარგად ვგრძნობდი,არეალურში,სადღაც სხვა სივრცეში ვიყავი ლაღი.ვცხოვრობდი ასე,დავდიოდი ჩემთვის,ისე რომ ვერც ვატყობდი,როგორ შევიცვალე,ვერ მივხდი იმას რომ სევდამ ღიმილი შეცვალა.ვიყავი იქამდე ესე,სანამ ამ სიზმრიდან არ გავიღვიძე.თუმცა ალბათ გვიანი იყო,რადგან დავრჩი თითქმის მარტო.თუმცა შეცდომებზე სწავლობენ და შეცდომების მერე მკურნალობენ
ამიტომ ვცდილობ საკუთარი თავი ისევ მევე ვამკურნალო,ეხლა ისევ ბრძოლა მაქვს,მაგრამ უკვე იმ პლიუსებისთვის ვიბრძვი,რომლებიც მინუსებმა დაფარა,იმ მინუსებმა,რომლებიც მე ჩავინერგე საკუთარ სულში.
მე დავბრუნდები!!!!
ეხლანდელ ჩემს თავს,ძველიც მიემატება….
ეხლა უკვე ვცდილობ მოპოვებული არეალობა შევანაცვლო დახარჯულ დროს……
თუმცა ერთ დროს ეს უკუ თეორემა იყო ჩემთვის!
 


ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ პატარა ბიჭს შევხვდი.ვერც კი წარმოიდგენთ ისე გავდა პატარა უფლისწულს.დიდი,ლურჯი თვალებით მომჩერებოდა და ბოლოს გაბედა ეთქვა:

“დამიწერე რამეო..” – ცუდი მწერალი ვარ-მეთქი ვუპასუხე და მაინც თავისი არ დაიშალა.მომაჩეჩა ხელში პატარა,ყვითელი ფურცელი და მწვანე კალამი.მეც ღრმად ჩავისუნთქე და წერა დავიწყე.

მინდოდა მისთვის დამეწერა,რამე ფერადი და რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ასე დავიწყე:

“როცა ღამის წყვდიადი გაიფანტება და ღრუბლები ცას მოშორდებიან.სამყაროს ყველაზე ღრმა უფსკრულიდან ვებერთელა,ცეცლწაკიდებული ბურთი ამოჰყოფს თავს.. განათდება და გაფერადდება სამყარო.გათბებიან ღამის სიცივეში გათოშილი ცხოველები.მოწყენილი მცენარეები მსწრაფლ ცისკენ აღმართავენ თავებს.იცი მერედა,როგორ იზიდავს ეს ვებერთელა მცხუნვარე ბურთი ყველაფერს? დედამიწაზე მეტადაც კი.ეს ჩვენი დედამიწაც ისე მაგრად გვეჭიდება,რომ ერთხელაც დაიღლება.. მზესთან ბრძოლას წააგებს.ერთს შეისუნთქავს ბურთი და ბაჰ! ჩვენც მის გულში აღმოვჩნდებით.გავთბებით.

ვიცი,რომ გინახავს იგი ცაზე,მაგრამ ჩაგიხედავს მის გულში? მიპასუხებ ძალიან შორსააო,მაგრამ დამიჯერე იგია ყველაზე ახლოს ჩვენს გულებთან.გვითბობს ყოველ უმცირეს ნაწილაკს სხეულისას.გახსოვდეს ეს დედამიწა აქცევს მას ზურგს! ეჭვიანი დედამიწა.. სიცივესა და ყინვისკენ,რომ გვაბრუნებს.მათ ვისაც ვუყვარვართ ბოროტებისთვის არ გვიმეტებენ..”

ასე ვიყავი გართული წერაში,როცა შემაჩერა და გამიმხილა არც კითხვა ვიცი და არც წერაო.მაშინ გადავწყვიტე თვითონ წამეკითხა.

აღარ ესმით , აღარ ხედავენ, აღარ აინტერესებთ , აღარ ადარდებთ !! აქ მომსპარია ორიგინალი გრძნობები ყალბი გრძნობით თამაში მოდაშია , აქ ყველა ერთმანეთს ებრძვის , ამ ცხოვრებაში უცხოა გრძნობა აქ გრძნობა სათამაშოა !! აქ არ იციან სიტყვა სიყავრულის არსი მათთვის ეს უბრალო სიტყვებია ! ყველაზე ცუდი გრძნობა როცა დავიწყდები ადამიანს რომელიც შენ არასდროს დაგავიწყდება ..! აქ ვერ აფასებენ ვერ უგებენ , უცხონი არიან და მდაბიო გრძნობით თამაშობენ ... აქ სულ სხვაა , უაზროდ ბანალურობა ახალი არაფერია !! აქ ყველა ზღაპარი ისევ იყო და არაიყოთი იწყება )) ..არ ებედნიერება მასას !!
რა რთულია ხო ? ვიცი შენც გტკივა ის ტკივილი გატკივილებს რომელსაც ვერასდროს მოირჩენ !! მერე გააბოლებ ტკივილს იხშობენ თამბაქოს კვამლში ნერვებსაწყნარებსოო ასე ამბობენ !
ეს ბანალურობა დამღლელია ძალიან დამღლელია !! ბოლოს იმ სიტყვებით იმშვიდებ თავს რომ "ყველაფერი კარგად იქნება " !! ვისურვებდი იქ წასვლას სადაც ეყვარებათ ისე როგორც არსად !
 

.....

შემიცნეს? არა უფრო შემთხზეს... ის თვისებები მომაწერეს, რომელიც თავად უფრო მიესადაგებოდათ. ამბობდნენ და არ უფიქრდებოდნენ, ყალბი სიტყვების კორიანტელი ჰაერში დატრიალდა და ფილტვებში ჩამეხერგა. სიყალბე, მლიქვნელობა, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარშემოა და მე უბრალოდ ისღა დამრჩენია, გავიღიმო ტკივილიანად. ჩემი ცხოვრების ფურცლებზე ამოტვიფრულ ისტორიას თვალს ვადევნებ და ვხვდები, რომ ის ამოხიეს... ხო ის ფურცელი, მისი არ არსებობა ამ სულს დანაკლისად რომ დამჩნევია, იცით რა ძნელია იყო საზოგადოებაში, სადაც .ყოველი ატომი პროტონებად დაყოფილა... მხოლოდ შენ ხარ ელექტრონი, ბირთვის (ანუ საზოგადოების) საზღვრებს გარეთ დარჩენილი... არა არ იცით... 
მე შემეძლო მისი წესების თანახმად მემოქმედა, მაგრამ განა ამით რამე შეიცვლებოდა? დამიწერდა უმაღლეს შეფასებას, დავიმსახურებდი ქება-დიდებას და მერე რატო? მხოლოდ იმიტომ რომ სხვისი აზროვნების პროდუქტი ჩემს საკეთილდღეოდ გამოვიყენე... მირჩევნია იყოს ჩემი და სხვისთვის ნაკლებად ღირებული... განა თავად არ გვინერგავდნენ, გვეაზროვნა ინდივიდუალურად, განა ისინი არ გვინერგავდნენ სიტყვის თავისუფლებას? და მე არ მინდა გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული სათქმელი, რაღაც წესებს დაქვემდებარებული... გავარღვევ ჩარჩოებს და სააშკარაოზე გამოვიტან, ჩემს შეხედულებებს, ნააზრევს... და ამის მერე ისევ დაბალი შეფასება, ისევ სიბრალულით განმსჭვალული მზერა... მიზეზი? მიზეზს კი ჩაღრმავება სჭირდება p.s მე გავემიჯნე ცხოვრებისეულ დასს და მარტოობის ლაბირინთებში განვაგრძობ ხეტიალს..

დაისის წვიმა
მენატრება....
მენატრება უაზროდ....
უსაზღვროდ...
შევეხიზნე უიმისობის ჰორიზონტს,რომელიც მტანჯავს და გულს მტკენს.
და მინდა,მინდა ვიცეკვო მასთან ერთად დაისის წვიმაში....
მსურს შევიგრძნო სველი მიწის სურნელი და სულში ჩამწვდომ მელოდიას მოვუსმინო...
დავსველდე მასთან ერთად კოკისპირულ წვიმაში და გამინელდეს ის მონატრება,რომელიც გულს მიკლავს...
რა ძნელია შეეწინააღმდეგო მონატრებას,მონატრებას ტკივილამდე....
ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენს,თუ რაოდენ დიდია ჩემი გრძნობა მისდამი.მე ის ჩემს სამყაროში მყავს,რომელშიც ჩემი წესები მაქვს და ამ წესების დარღვევა არ შემიძლია.მე მას ვერ ავუხსნი რა ვგრძნობ,მხოლოდ ჩახუტებით იხსნება ეს გრძნობა და სიჩუმე ისაუბრებს...
არ დავარღვევ ამ მრავლისმთქმელ დუმილს ჩემი უაზრო სიტყვებით!..
მიყვარს..
მენატრება...
მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია!..
დანარჩენი მდუმარებამ,სიჩუმემ თქვას!..

მომავალ დრომდე...


ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან,თეთრი და სუფთა აზრებით...ჯერ კიდევ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალებით...მსუბუქი,ლაღი,თავისუფალი სულით...სუფთა იყო ფურცლები...თეთრი და ნათელი...მას შემდეგ?მას შემდეგ ბევრი გაილია ხაზი...ზოგჯერ ხაზიდან ხაზს გაჰყოლია აზრი დაუსრულებელი...ზოგან კი,ნახევარგზად შეცყვეტილა...სხვას დაუსვამს წერტილი ჩემს მაგივრად...ან იქნებ მე დამისვამს უნებლიედ?არ ვიცი...
გზაზე?...ბევრი ტირე...სამი წერტილი...ბევრი ცრემლი,მძიმედ ჩასვენებულ ხაზებს...კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი...რატომ?...ბევრი კითხვა შემორჩა უპასუხოდ,ჯერ კიდევ გადაშლილ ფურცლებს...ბევრი შეცდომა,მერე მუქი ფერით გადაშლილი და გადახაზული...ვნანობ?არა!
მე ხომ მოვედი იმ თეთრი ფურცლების გზიდან...იმ თეთრი აზრებითა და ფიქრებით...ახლა?...ახლა სად გაქრა ის სპეტაკი სითეთრე,ჩემი არსებობის ფურცლებისა?...თუმცა...ცარიელი სივრცე სისპეტაკისა...ბევრი წაუწერია ბედისწერას...ბევრით შემივსია მეც...მერე?...მერე ალბათ კიდევ ჩაესვენება ხატულა ასოებად ბევრი რამ...ასოები სიტყვებად...სიტყვები წინადადებებად...და ის წინადადებები შეთხზავენ ამ ჩემს ოატარა ამბავს...ფიქრიანს,მაგრამ თავისუფლებით ლამაზს...
უცებ...ძალიან უცებ იქნება ფურცლის ბოლოც...ბოლო ასოებად ყდაზე გადასვლა ხომ მაინც არ ღირს...არ დასარჩენი მაინც არ რჩება...სხვა დროს...სხვა ფურცელზე...
მე ხომ თეთრი ფურცლების უთქმელ ბილიკებს მოვყევი...თეთრი აზრებით და თეთრი ფიქრებით...მინდა ისევ იმ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალით დავხუჭო თვალი...წინ რომ თავისუფლებაა...ჩემი სულის თავისუფლება...მომავალ დრომდე...მომავალ ფურცლებამდე...


ისევ დაღამდა..

ისევ დაღამდა, აქ არაჩვეულებრივი არაფერია, უბრალოდ ცივა და თგვები სხვენში ფერხულს უვლიან. მთავარეც დაღლილი მხატვრის თვალებით იყურება. ეს ღამე თანდათანობით ყრუ სასაფლაოს ემსაგავსება, სადაც მარმარილოს პირქუშობა უფრო მკაცრს ხდის მთვარის შუქზე არეკლილ სახეებს. ვერ ვხვდები რატომ ვერ ვიძინებ ან ეს ღამე რატომ დამდევს ციგანივით და არაფერს მთხოვს გარდა არეული ფიქრებისა, მაგრამ იცი, რომ ხვალ გათენდება და მზე შენს ალისფერ სახეზე სხივებს აგითამაშებს და კვლავ გეტყვის მიყვარხარ ამოუცნობო სიცოცხლე.!

Thursday, December 6, 2012

საღამოს ბინდში გარინდულა ლამზი მთვარე,ვარსკვლავები დასციმციმებენ თავზე.მე, ვზივარ ახლა ძალზედ მოწყენილი ვფიქრობ შენზე,ხვალინდელ დღეზე და ჩვენს შეხვედრაზე.
გაზაფხულის პირველი დღეა ხვალ. მომიტან ყვავილებს?ალბათ არა, შენ ხომ არ გიყვარს ისინი და იქნებ მაინც...მოხვალ უბრალოდ,ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი და გაცვეთილ ფრაზებს ჩამჩურჩულებ ყურში ჩუმად.მე გავიღიმებ.მარტოდ მდგომი გოგონა დაგვინახავს და ჩემს ადგილას ყოფნას ინატრებს, მე კი ამ დროს, რა მენდომება არ ვიცი.
გიყვარვარ?ალბათ კი. მე უსაზღვროთ....ოღონდ რატომ ასე ძლიერათ, არ ვიცი.რითი მომეწონე? რატომ შეგეჩვიე? არ მახსოვს.მახსოვს მხოლოდ შენი ლამაზი არაფრის მთქმელი თვალების გამოხედვა, რომელმაც ერთი შეხედვით მომაჯადოვა. ნათქვამია თვალებიაოო ყველაფრის მთქმელი და შენმა თვალებმაც თავისი სათქმელი თქვეს.
ისევ ღამეა და კვლავ ვფიქრობ!საღამოს ბინდში გარინდულა ლამაზი მთვარე.

ნუ ღელავ, აქ ვარ ... !

ბნელი ოთახის კუთხეში დაღლილი იჯდა ის და აბოლებდა უკვე ღმერთმა იცის მერამდენე ღერს.. ნაცნობი მელოდია,ვისკი და კენტი ნომერი 8 .. იჯდა და ფიქრობდა..რაღაც არ ასვენებდა..რაღაცის სურვილი ზამთრის სიცივესავით უეცრად ჩასჯდომოდა და მთელი ძალით ყინავდა..
როგორ უნდოდა..უნდოდა ეკივლა. ეტირა, ყოველდღიურ ერთფეროვნებას მოსწყდომოდა, ჩარჩოებს გასცდომოდა..როგორ უნდოდა ..
ყველაფრით დაღლილს რაღაც ახალი სურდა..ცხოვრება სუფთა ფურცლიდან,ახალი სიცოცხლით..
უბრალოდ გაერთო,უბრალოდ ისიამოვნა,"გაისწორა" და დაკმაყოფილდა.. მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და ისიც დაიღალა..
თითქოს მზად იყო..მზად იყო სერიოზულად მიდგომოდა მომავალს და ფლირტით გაჟღენთილი წლები სიგარეტის ბოლისთვის მიენდო...
მზად იყო მოესმინა "მამა" და მკლავებში მოექცია თავისი ქალი,ნაზად ეკოცნა ყელის არეში და ყურის ძირში ეჩურჩულა: "მიყვარხარ"..
მისი სხეული,სული სიყვარულს ითხოვდა..
ამ გრძნობის წყურვილს სუნთქვის შეკვრამდე მიყავდა და უთოშავდა მთლიანად სხეულს..
"რა წამიერია ის,რაც სიამოვნებას განიჭებს და რა რთულია ამის მერე ბედნიერების მოპოვება"-ფიქრობდა იგი..
კვლავ ბოლი..ტუჩის კუთხიდან მაღლა ამავალი რუხი რგოლი..ნაცნობი მელოდიის ფონი..ბნელი ოთახი,ცარიელი ჭიქა და კენტი ნომერი 8..
ბოლოს დუმილი..ფანჯრიდან შემოსული წვიმის სურნელი და მინაზე ცრემლებად დაღვრილი წვეთები..
სიცივე..უკვე არა მარტო სულში..
სავსე მთვარე,მისი შუქი,მოწმენდილი ცა,ისიც რუხი..
გაყინული ბგერები:"ღმერთო,ნუ მსჯი"..
და კვლავ სიჩუმე..
ჩაიწვა სიგარეტი და მასაც ჩაეძინა..დარჩა მხოლოდ ბნელ კუთხეში მიგდებული ნატვრა და უფლის სიტყვები:"ნუ ღელავ, აქ ვარ" !

შენი სიყვარული ჩემი ოცნებების თბილი საბანია,სიახლოვე კი ნეტარება დაუსაბამო...შენი სიყვარული ზმანებაა ტკბილი სიზმარივით,ხელშეუხები და უმწიკვლო...
შენი მონატრება ტანჯვანარევი სიტკბოებაა,გამაბრუებელი და სანუკველი...
მონატრება!..აი,სიგიჟე ჩემი ოცნებების დიადი მსხვრევისა,სიგიჟე,ჰორიზონტისკენ ნისლით დაბინდულ გზაზე მარტო ხეტიალი.და,ვისთვის?შენთვის,შენთვის,შენთვის... 
სიშორე ?!სიშორე რაღაა,თუ არა დარდი და ტანჯვა,ტკბილიც და მწარეც,აურაცხელი ზმანებების უსასრულო მარცხი საკუთარ თავთან ჭიდილში მოპოვებული სიამაყის წილ.სიახლოვე კი,ნეტარების დიდი მწვერვალი.
შენთან ყოფნა!..აი, რა მაკლია,მხოლოდ და მხოლოდ ამ მწვერვალის დაპყრობა...
ალბათ შევდზლებ ოდესმე ამას,ალბათ!!!

Wednesday, December 5, 2012

გამოფხიზლდით

ყოველი დღე ერთნაირია..დღეები მისდევენ ერთამენთს,ჩვენ ვერც კი ვხვდებით,რომ მხოლოდ ერთ რამეზე ვართ დამოკიდებულნი,სკოლაზე და სახლზე(გამონაკლისები არსებობენ)როგორ მინდა შევცვალო რაიმე,რატომ არ შემიძლია?აბა თუ გამოიცნობთ?რამდენი ვერ უცრუებთ მშობლებს იმედებს?ყოველი დღე იწყება ერთი და იმავე წესით,მიდის რიტმულად,ზოგჯერ მგონია,რომ წუთის მეასედში ისეთივე მიმიკას ვაკეთებ რასაც ყოველთვის.
ოო როგორ მინდა ხოლმე გაქრეს ყველა,დავრჩე ზამთარში მარტოდმარტო,თბილ ბუხართან,გარეთ ბარდნიდეს,მე ვიყო თბილად და ვკლითხულობდე წიგნს,ო რა უსაზღვროდ მინდა,მაგრამ არა!ზოგჯერ მართლა ვფიქრობ დაკარგვაზე,თქვენი აზრით არსებობს თავგადასავლები?რატომ წერთ ასეთ ისტორიებს?იქნებ გადახდა ის ვინმეს თავს?
რამდენი რამეაა გულში,როგორ მინდა ერთიანად გადმოგცეთ,მაგრამ ვერ ვახერხებ,იმენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული მარტობას გულში,რომ იქედან გამოსვლას სულაც არ ლამობს.პირიქით ახალ საზრდოს ეძებს გულის თავისუფალ ადგილს რათა უფრო მეტად გაიდგას ფესვები,როგორ მინდა გაქრეს ყველაფერი ორი წამით მაინც.დავიღალე ამ ვითომ ამაყი თვალების ყურებით,დავიღალე იმ ცინიკური თვალების ყურებით რომლებიც საცოდავი სულებიდან მიმზერენ და ვითომ ჩემზე მაღლა აყენებენ თავს.მე არავიზე მეტი არ ვარ,შეიგნეთ ხალხნო!
ამას სწერვობა არ ქვია,ეს დაავადებაა,თქვენ არავისზე მეტი არ ხართ,თქვენ გგონიათ რადგან მამიკოს გათამამებული გოგოები და ბიწები იქნებით სხვებზე მაღლა იდგებით?პირიქით ყველანი დადამბლებული სულებით წარსდგებით სამჯავროზე,იქ მამიკო და დედიკო არ გამოგყვებათ,ამიტომ მოიშორეთ იდიოტური ღიმილი სიფათებიდან და ცხოვრებას თვალი გაუსწორეთ,დაიმახსოვრეთ კარგებო ცხოვრება ხანმოკლეა და რაც უფრო ცოტა ადამიანს შეაძულებთ თავს მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის.
ისე მაინც რა უაზრობაა,ვწერ და მხოლოდ იმიტომ რომ გაიგოს ყველამ რა ხდება რეალობაში,ლაღი ბავშვობა?განა ვინმეს უპრობლემო ბავშვობა ქონია?თავს ნუ მოიტყუებთ.არასებობს ადამიანი რომელსაც ბავშვობიდან რაღაცასთან არა აქვს პრობლემა.თავს ნუ მოიტყუებთ ეს არ წაგადგებათ,იყვაით საკუთარ თვათან გულახდილები,ნუ იტყუებით.როგორ მომინდა ამის თქმა თქვენთვის?!
ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეს ყოველივე.ზოგ რამეზე მეცინება,დიახ მეცინება იმაზე ვითომ რომ ბიჭზე ბრაზობთ,ვითომ რომ ვერ იტანთ მაგრამ გულში რომ იცინით და ამბობთ "ღმერთო რა საყვარელია" უბრალოთ გინდათ სხვამ არ გაიგოოს,ყველას ეუბნებით ეგ როგორ შეიძლება მომეწონოს შეხედე რას გავსო,ამ დროს კი ფიქრობ მის საყვარელ ღიმილზე ლამაზ თვალებზე რომლებიც შენ შემოგცქერიან.არავის გაანდოთ საიდუმლო მერწმუნეთ,მას არავინ შეინახავ საკუთარ თვაზე კარგად,ვერავინ,მერწმუნეთ გამოცდილი მაქვს.იცით კიდევ რაზე მეცინება?სხვები,რომ წერენ თქვენსა და მის სახელს შორის პლიუსს მერე ტოლობას და ტოლობის მერე შეყვარებულებს,როგორ წივით კივით მაგრამ გულის სიღრმეში გიხარიათ უზომოდ,გეღიმებათ.მას როცა დაინახავთ თქვენკენ მოდის,თქვენ წინასწარ იყენებთ სწერვა გოგოების ხმებს რათა თქვენი გულებიდან სიყვარულმა არ გამოჟონოს.
მართლა მინდოდა თქვენთვის სიმართლე პირში მეთქვა.იმედია არ გამიწყრებით..

სიყვარული ჩემშია

დავიწყებ იქიდან რომ, მე არ ვარ შეყვარებული .. მაგრამ ვარ სიყვარულის ხასიათზე :)  სიყვარული ჩემშიც არის.. მიუხედავად იმისა რომ დროებით მიმატოვა.. ან ჩემთვის არ სცალია..ასე ვთქვათ, ჩემთვის არ სცხელა.. ჩამეცინა :) არ მინდა საკუთარ თავს გამოვუტყდე ,მაგრამ მგონი ეს სიმწრის სიცილი იყო.. ბოლო დროს არცთუისე სასიამოვნო ამბები დამატყდა თავს.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ.. მე მაინც ის ერთადერთი მინდა.. რომელიც ეხლა ჩემზე ან ფიქრობს ან არც კი ვანაღვლებ.. არაუშავს ყველაფრის თავი და თავი დროა და ამასაც ეშველება..  თავს ვიწყნარებ :) ალბათ ბანალურად მოგეჩვენებათ ეს თემა , მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ არ გაიცვითა.. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სიყვარულს ..თან ახლავს იმედგაცრუება, დეპრესია.. და მონატრება.. ყველაფერში დამნაშავე კი ერთი ადამიანია.. რომელიც სხვებისთვის მხოლოდ მეგობარი, ნათესავი ან ახლობელია.. შენთვის კი მთელი სამყარო.. ზოგჯერ მიჩნდება კითხვა რატომ? მაგრამ სისულელეა ამ კითხვის დასმა როცა უკვე გიყვარს.. ეხლა წესით .. სიყვარულზე და იმედგაცრუებაზე კი არა.. დამდეგ ახალ წელზე უნდა ვსაუბრობდე.. ,მაგამ მე ხომ ყველაფერში უკუღმართი ვარ :) მენატრებიიი.. საერთოდ რატომ გამახსენა თავი.. შევეცადე ყველა მოგონება მომესპო.. , მაგრამ ისევ იმ ერთ სულიერს დავუბრუნდი.. სულ არ მჭირდება.. (ისევ თავს ვატყუებ) .. დამიჯერეთ თუ ისევ განიცდით ..ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.. მარადიული სიყვარულის ირწმუნეთ და აუცილებლად გამოჩნდება ის.. ვინც გაგაბედნიერებთ.. თუ მარადიული სიყვარულის არ გჯერათ.. გადახედეთ თქვენს საყვარელ ..ბაბუებს და ბებიებს.. აი სწორედ ეს არის სიყვარული.. როცა შენს საყვარელ ადამიანს ტკბილად შეაბერდები..