Search This Blog

Wednesday, December 12, 2012

ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ... 
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!... იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა... პასუხი გავეცი და ... ბედნიერი ვარ... რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავ სიცოცხლეს... იმ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა გვარგუნა... მე ვერ ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან,მეგობრებთან ერთად... იმ ადამიანებს ვერ გავიცნობდი,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ... რომ გავქრე?!... მშობლებს გული დასწყდებათ... დაქალები დაღონდებიან... ბევრს ეწყინება ჩემი ღიმილის გაქრობა... ვის რა დააკლდება?!... მე დავაკლდები ყველას და ..... მე დამაკლდებიან ისინი... არაფერი კი არა ... ყველაფერი!... ამ ადამიანების გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე მათ ბედნიერ სახეებს... მათ ღიმილს... მათ ცრემლსაც კი.... მათ!... 
მარტო?!... მე არასდროს ვარ მარტო... შეიძლება ოთახში არავინ იყოს, მაგრამ სულით,გულით და ფიქრით ხომ არიან ჩემთან?!... ან... უფალი დაგავიწყდა?!... შენი ცხოვრების მძიმე წუთებში ხომ ხელში აყვანილს დაგატარებს... მარტო არასოდეს ხარ... ნუ აწყენინებ შენს მფარველ ანგელოზს... ისიც შენნაირი საყვარელია და შენნაირად ეტკინება გული... მარტო მაშინ აღმოჩნდები,როცა არავის გაახსენდები... როცა მე დამავიწყდები... მე კი არასოდეს დამავიწყდები... არ იფიქრო,რომ მარტო "იმის" გამო ხარ.... იფიქრე,რომ "ის" შენს გარეშეა მარტო... და ბევრს კარგავს... 
ანგელოზს ნუ აწყენინებ... უფალს ნუ ატკენ გულს უმადურობით... მეგობრებს ნუ ააცრემლებ... სიმარტოვეს ნუ ახსენებ,მაშინ,როცა ამდენს უყვარხარ... მიყვარხარ....

Saturday, December 8, 2012

N..x..


შევატყვე ცუდად იმოქმედა ჩემზე დრომ,შევატყვე როგორ აქრობს ყოველივე ნათელს ჩემს თვალში.ზუსტად ვერ ვიტყვი რამ იმოქმედა ჩემზე მასე,რომ ეხლა მივხდი “თურმე შევცლილვარ”.თუმცა ყოველივე დილა ნეგატიურად გათენებული,უკვე ბევრს მეტყველებს.
გარშემო იმდენ მინუს ვხედავ,რომ პლიუსი დაიჩრდილა.სულ რაღაცას ან ვიღაცას ვებრძვი,თუმცა სამართალი მაინც ვერ დავბადე ვერსად.მშლის ჭკუიდან ეს უმოქმედობა,მშლის ჭკუიდან ყოველივე სულის ტკივილთან ერთად სხეულის პარალიზება.
წლებთან ერთად ცხოვრებას ბევრი სირთულეც მოქონდა,ხოლო ახალი გადაწყვეტილებები პრობლემებს ბადებდა) და როგორც კი ვეჩვეოდი იმ ცუდს,ცხოვრება უფრო ცუდი ხდებოდა.მახსოვს როგორ ფირფერობდა მეგობრები,მახსოვს რამდენჯერ მქონდა აცრუებული გული მეგობრებზე,სამაგიეროდ ამ ყველაფერმა ერთი მასწავლა-ადამიანის ახლოს მოშვება გაშლილი ხელის მანძილზე,რომ მერე ხელის კვრა არც მე გამიჭირდეს.თქვენ მებრძოდით ქცევით,სულს ასე უფრო ადვილად მტკენდით,მე კი მივხდი იმას რომ სიტყვა უფრო ჭრიდა,სიტყვა,როგორც გასაღები,თუ სწორედ შეარჩევ ნებისმიერ სულსა და გულს გააღებს და ნებისმიერ პირს დახურავს.
ვცდილობდი არ დავცემულვიყავი,ვცდილობდი ვყოფილვიყავი ძლიერი,მიუხედავად პრობლემებისა ყველა მხრიდან.ცრემლებს არ ვღრიდი,უბრალოდ სიმწრით ვღმუოდი! ცხოვრება კი მიუარესებდა ყველაფერს
ბავშვობაში მიამიტი ვიყავი,მჯეროდა რომ ყველაფერი კარგია,რომ ყველა კეთილია,რომ აქ არ იციან მტრობა,არ იციან ღალატი,მაგრამ წლებთან ერთად უკუ დასკვნამდე მივედი.ამიტომ,შევქმენი ჩემთვის,ჩემი პატარა სამყარო,სადაც თავს კარგად ვგრძნობდი,არეალურში,სადღაც სხვა სივრცეში ვიყავი ლაღი.ვცხოვრობდი ასე,დავდიოდი ჩემთვის,ისე რომ ვერც ვატყობდი,როგორ შევიცვალე,ვერ მივხდი იმას რომ სევდამ ღიმილი შეცვალა.ვიყავი იქამდე ესე,სანამ ამ სიზმრიდან არ გავიღვიძე.თუმცა ალბათ გვიანი იყო,რადგან დავრჩი თითქმის მარტო.თუმცა შეცდომებზე სწავლობენ და შეცდომების მერე მკურნალობენ
ამიტომ ვცდილობ საკუთარი თავი ისევ მევე ვამკურნალო,ეხლა ისევ ბრძოლა მაქვს,მაგრამ უკვე იმ პლიუსებისთვის ვიბრძვი,რომლებიც მინუსებმა დაფარა,იმ მინუსებმა,რომლებიც მე ჩავინერგე საკუთარ სულში.
მე დავბრუნდები!!!!
ეხლანდელ ჩემს თავს,ძველიც მიემატება….
ეხლა უკვე ვცდილობ მოპოვებული არეალობა შევანაცვლო დახარჯულ დროს……
თუმცა ერთ დროს ეს უკუ თეორემა იყო ჩემთვის!
 


ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ პატარა ბიჭს შევხვდი.ვერც კი წარმოიდგენთ ისე გავდა პატარა უფლისწულს.დიდი,ლურჯი თვალებით მომჩერებოდა და ბოლოს გაბედა ეთქვა:

“დამიწერე რამეო..” – ცუდი მწერალი ვარ-მეთქი ვუპასუხე და მაინც თავისი არ დაიშალა.მომაჩეჩა ხელში პატარა,ყვითელი ფურცელი და მწვანე კალამი.მეც ღრმად ჩავისუნთქე და წერა დავიწყე.

მინდოდა მისთვის დამეწერა,რამე ფერადი და რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ასე დავიწყე:

“როცა ღამის წყვდიადი გაიფანტება და ღრუბლები ცას მოშორდებიან.სამყაროს ყველაზე ღრმა უფსკრულიდან ვებერთელა,ცეცლწაკიდებული ბურთი ამოჰყოფს თავს.. განათდება და გაფერადდება სამყარო.გათბებიან ღამის სიცივეში გათოშილი ცხოველები.მოწყენილი მცენარეები მსწრაფლ ცისკენ აღმართავენ თავებს.იცი მერედა,როგორ იზიდავს ეს ვებერთელა მცხუნვარე ბურთი ყველაფერს? დედამიწაზე მეტადაც კი.ეს ჩვენი დედამიწაც ისე მაგრად გვეჭიდება,რომ ერთხელაც დაიღლება.. მზესთან ბრძოლას წააგებს.ერთს შეისუნთქავს ბურთი და ბაჰ! ჩვენც მის გულში აღმოვჩნდებით.გავთბებით.

ვიცი,რომ გინახავს იგი ცაზე,მაგრამ ჩაგიხედავს მის გულში? მიპასუხებ ძალიან შორსააო,მაგრამ დამიჯერე იგია ყველაზე ახლოს ჩვენს გულებთან.გვითბობს ყოველ უმცირეს ნაწილაკს სხეულისას.გახსოვდეს ეს დედამიწა აქცევს მას ზურგს! ეჭვიანი დედამიწა.. სიცივესა და ყინვისკენ,რომ გვაბრუნებს.მათ ვისაც ვუყვარვართ ბოროტებისთვის არ გვიმეტებენ..”

ასე ვიყავი გართული წერაში,როცა შემაჩერა და გამიმხილა არც კითხვა ვიცი და არც წერაო.მაშინ გადავწყვიტე თვითონ წამეკითხა.

აღარ ესმით , აღარ ხედავენ, აღარ აინტერესებთ , აღარ ადარდებთ !! აქ მომსპარია ორიგინალი გრძნობები ყალბი გრძნობით თამაში მოდაშია , აქ ყველა ერთმანეთს ებრძვის , ამ ცხოვრებაში უცხოა გრძნობა აქ გრძნობა სათამაშოა !! აქ არ იციან სიტყვა სიყავრულის არსი მათთვის ეს უბრალო სიტყვებია ! ყველაზე ცუდი გრძნობა როცა დავიწყდები ადამიანს რომელიც შენ არასდროს დაგავიწყდება ..! აქ ვერ აფასებენ ვერ უგებენ , უცხონი არიან და მდაბიო გრძნობით თამაშობენ ... აქ სულ სხვაა , უაზროდ ბანალურობა ახალი არაფერია !! აქ ყველა ზღაპარი ისევ იყო და არაიყოთი იწყება )) ..არ ებედნიერება მასას !!
რა რთულია ხო ? ვიცი შენც გტკივა ის ტკივილი გატკივილებს რომელსაც ვერასდროს მოირჩენ !! მერე გააბოლებ ტკივილს იხშობენ თამბაქოს კვამლში ნერვებსაწყნარებსოო ასე ამბობენ !
ეს ბანალურობა დამღლელია ძალიან დამღლელია !! ბოლოს იმ სიტყვებით იმშვიდებ თავს რომ "ყველაფერი კარგად იქნება " !! ვისურვებდი იქ წასვლას სადაც ეყვარებათ ისე როგორც არსად !
 

.....

შემიცნეს? არა უფრო შემთხზეს... ის თვისებები მომაწერეს, რომელიც თავად უფრო მიესადაგებოდათ. ამბობდნენ და არ უფიქრდებოდნენ, ყალბი სიტყვების კორიანტელი ჰაერში დატრიალდა და ფილტვებში ჩამეხერგა. სიყალბე, მლიქვნელობა, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარშემოა და მე უბრალოდ ისღა დამრჩენია, გავიღიმო ტკივილიანად. ჩემი ცხოვრების ფურცლებზე ამოტვიფრულ ისტორიას თვალს ვადევნებ და ვხვდები, რომ ის ამოხიეს... ხო ის ფურცელი, მისი არ არსებობა ამ სულს დანაკლისად რომ დამჩნევია, იცით რა ძნელია იყო საზოგადოებაში, სადაც .ყოველი ატომი პროტონებად დაყოფილა... მხოლოდ შენ ხარ ელექტრონი, ბირთვის (ანუ საზოგადოების) საზღვრებს გარეთ დარჩენილი... არა არ იცით... 
მე შემეძლო მისი წესების თანახმად მემოქმედა, მაგრამ განა ამით რამე შეიცვლებოდა? დამიწერდა უმაღლეს შეფასებას, დავიმსახურებდი ქება-დიდებას და მერე რატო? მხოლოდ იმიტომ რომ სხვისი აზროვნების პროდუქტი ჩემს საკეთილდღეოდ გამოვიყენე... მირჩევნია იყოს ჩემი და სხვისთვის ნაკლებად ღირებული... განა თავად არ გვინერგავდნენ, გვეაზროვნა ინდივიდუალურად, განა ისინი არ გვინერგავდნენ სიტყვის თავისუფლებას? და მე არ მინდა გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული სათქმელი, რაღაც წესებს დაქვემდებარებული... გავარღვევ ჩარჩოებს და სააშკარაოზე გამოვიტან, ჩემს შეხედულებებს, ნააზრევს... და ამის მერე ისევ დაბალი შეფასება, ისევ სიბრალულით განმსჭვალული მზერა... მიზეზი? მიზეზს კი ჩაღრმავება სჭირდება p.s მე გავემიჯნე ცხოვრებისეულ დასს და მარტოობის ლაბირინთებში განვაგრძობ ხეტიალს..

დაისის წვიმა
მენატრება....
მენატრება უაზროდ....
უსაზღვროდ...
შევეხიზნე უიმისობის ჰორიზონტს,რომელიც მტანჯავს და გულს მტკენს.
და მინდა,მინდა ვიცეკვო მასთან ერთად დაისის წვიმაში....
მსურს შევიგრძნო სველი მიწის სურნელი და სულში ჩამწვდომ მელოდიას მოვუსმინო...
დავსველდე მასთან ერთად კოკისპირულ წვიმაში და გამინელდეს ის მონატრება,რომელიც გულს მიკლავს...
რა ძნელია შეეწინააღმდეგო მონატრებას,მონატრებას ტკივილამდე....
ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენს,თუ რაოდენ დიდია ჩემი გრძნობა მისდამი.მე ის ჩემს სამყაროში მყავს,რომელშიც ჩემი წესები მაქვს და ამ წესების დარღვევა არ შემიძლია.მე მას ვერ ავუხსნი რა ვგრძნობ,მხოლოდ ჩახუტებით იხსნება ეს გრძნობა და სიჩუმე ისაუბრებს...
არ დავარღვევ ამ მრავლისმთქმელ დუმილს ჩემი უაზრო სიტყვებით!..
მიყვარს..
მენატრება...
მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია!..
დანარჩენი მდუმარებამ,სიჩუმემ თქვას!..

მომავალ დრომდე...


ამ ქვეყნად მოვედი თეთრი ფურცლების უთქმელი გზიდან,თეთრი და სუფთა აზრებით...ჯერ კიდევ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალებით...მსუბუქი,ლაღი,თავისუფალი სულით...სუფთა იყო ფურცლები...თეთრი და ნათელი...მას შემდეგ?მას შემდეგ ბევრი გაილია ხაზი...ზოგჯერ ხაზიდან ხაზს გაჰყოლია აზრი დაუსრულებელი...ზოგან კი,ნახევარგზად შეცყვეტილა...სხვას დაუსვამს წერტილი ჩემს მაგივრად...ან იქნებ მე დამისვამს უნებლიედ?არ ვიცი...
გზაზე?...ბევრი ტირე...სამი წერტილი...ბევრი ცრემლი,მძიმედ ჩასვენებულ ხაზებს...კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი...რატომ?...ბევრი კითხვა შემორჩა უპასუხოდ,ჯერ კიდევ გადაშლილ ფურცლებს...ბევრი შეცდომა,მერე მუქი ფერით გადაშლილი და გადახაზული...ვნანობ?არა!
მე ხომ მოვედი იმ თეთრი ფურცლების გზიდან...იმ თეთრი აზრებითა და ფიქრებით...ახლა?...ახლა სად გაქრა ის სპეტაკი სითეთრე,ჩემი არსებობის ფურცლებისა?...თუმცა...ცარიელი სივრცე სისპეტაკისა...ბევრი წაუწერია ბედისწერას...ბევრით შემივსია მეც...მერე?...მერე ალბათ კიდევ ჩაესვენება ხატულა ასოებად ბევრი რამ...ასოები სიტყვებად...სიტყვები წინადადებებად...და ის წინადადებები შეთხზავენ ამ ჩემს ოატარა ამბავს...ფიქრიანს,მაგრამ თავისუფლებით ლამაზს...
უცებ...ძალიან უცებ იქნება ფურცლის ბოლოც...ბოლო ასოებად ყდაზე გადასვლა ხომ მაინც არ ღირს...არ დასარჩენი მაინც არ რჩება...სხვა დროს...სხვა ფურცელზე...
მე ხომ თეთრი ფურცლების უთქმელ ბილიკებს მოვყევი...თეთრი აზრებით და თეთრი ფიქრებით...მინდა ისევ იმ შეუცნობელის შეცნობის ხარბი თვალით დავხუჭო თვალი...წინ რომ თავისუფლებაა...ჩემი სულის თავისუფლება...მომავალ დრომდე...მომავალ ფურცლებამდე...