Search This Blog

Wednesday, December 5, 2012

სიყვარული ჩემშია

დავიწყებ იქიდან რომ, მე არ ვარ შეყვარებული .. მაგრამ ვარ სიყვარულის ხასიათზე :)  სიყვარული ჩემშიც არის.. მიუხედავად იმისა რომ დროებით მიმატოვა.. ან ჩემთვის არ სცალია..ასე ვთქვათ, ჩემთვის არ სცხელა.. ჩამეცინა :) არ მინდა საკუთარ თავს გამოვუტყდე ,მაგრამ მგონი ეს სიმწრის სიცილი იყო.. ბოლო დროს არცთუისე სასიამოვნო ამბები დამატყდა თავს.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ.. მე მაინც ის ერთადერთი მინდა.. რომელიც ეხლა ჩემზე ან ფიქრობს ან არც კი ვანაღვლებ.. არაუშავს ყველაფრის თავი და თავი დროა და ამასაც ეშველება..  თავს ვიწყნარებ :) ალბათ ბანალურად მოგეჩვენებათ ეს თემა , მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ არ გაიცვითა.. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სიყვარულს ..თან ახლავს იმედგაცრუება, დეპრესია.. და მონატრება.. ყველაფერში დამნაშავე კი ერთი ადამიანია.. რომელიც სხვებისთვის მხოლოდ მეგობარი, ნათესავი ან ახლობელია.. შენთვის კი მთელი სამყარო.. ზოგჯერ მიჩნდება კითხვა რატომ? მაგრამ სისულელეა ამ კითხვის დასმა როცა უკვე გიყვარს.. ეხლა წესით .. სიყვარულზე და იმედგაცრუებაზე კი არა.. დამდეგ ახალ წელზე უნდა ვსაუბრობდე.. ,მაგამ მე ხომ ყველაფერში უკუღმართი ვარ :) მენატრებიიი.. საერთოდ რატომ გამახსენა თავი.. შევეცადე ყველა მოგონება მომესპო.. , მაგრამ ისევ იმ ერთ სულიერს დავუბრუნდი.. სულ არ მჭირდება.. (ისევ თავს ვატყუებ) .. დამიჯერეთ თუ ისევ განიცდით ..ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.. მარადიული სიყვარულის ირწმუნეთ და აუცილებლად გამოჩნდება ის.. ვინც გაგაბედნიერებთ.. თუ მარადიული სიყვარულის არ გჯერათ.. გადახედეთ თქვენს საყვარელ ..ბაბუებს და ბებიებს.. აი სწორედ ეს არის სიყვარული.. როცა შენს საყვარელ ადამიანს ტკბილად შეაბერდები..

No comments:

Post a Comment